ბოლო წლებში რძის ფხვნილის გამოყენება ყველის წარმოებაში საგრძნობლად გაიზარდა. ამის გამომწვევი ძირითადი ფაქტორი წარმოების დაბალი ხარჯია. ზოგიერთ მომხმარებელს შეიძლება უნდოდეს კიდევაც რძის ფხვნილით დამზადებული ყველის შეძენა, თუმცა ყველა მომხმარებელს აქვს უფლება იცოდეს როცა პროდუქტი დამზადებულია რძის ფხვნილისგან და ეს ინფორმაცია მკაფიოდ/ნათლად უნდა იკითხებოდეს ეტიკეტზე.//
2017 წელს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შეიტანა ცვლილებები რძის და რძის პროდუქტების ტექნიკურ რეგლამენტში, რომელიც მიხედვითაც იკრძალება ყველი უწოდო იმ პროდუქტს, რომელიც შეიცავს რძის ფხვნილს ან/და მცენარეულ ცხიმს. თუმცა სხვა სახელები, რომელებიც არ შეიცავენ დასახელებაში სიტყვას ‘ყველი’, ხშირად გვხვდება რძის პროდუტების ეტიკეტებზე და მომხმარებელს ჰგონია, რომ ეს პროდუქტი ნედლი რძისგან არის დამზადებული, მაგ. ასეთი სახელებია: სახაჭაპურე, ექსტრა, ჭყინტი.
რეკომენდებულია არ იყიდოთ ყველი ისეთ გარემოში, რომელიც არ არის სუფთა და ჰიგიენური, და ასევე არ იყიდოთ ყველი თუ გაურკვეველია სად და რისგან არის ის დამზადებული.
მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია იცოდეს:
წარწერა ეტიკეტზე "ყველი" ნიშნავს, რომ პროდუქტი დამზადებულია ნედლი რძისგან, ხოლო თუ სიტყვა ‘ყველი’ არ არის მითითებული, ესე იგი პროდუქტი დამზადებულია აღდგენილი რძით (რძის ფხვნილით) და მცენარეული ცხიმით.
რეკომენდებულია არ იყიდოთ ყველი ისეთ გარემოში, რომელიც არ არის სუფთა და ჰიგიენური, და ასევე არ იყიდოთ ყველი თუ გაურკვეველია სად და რისგან არის ის დამზადებული.