"ქართული რძე" არის რძის პროდუქტების განმასხვავებელი ნიშანი და მიეთითება იმ პროდუქტზე, რომელიც მზადდება მხოლოდ ნედლი რძით. ნიშნის მიზანია ქართული ნედლი რძით წარმოებული პროდუქტის პოპულარიზაცია, რაც ხელს შეუწყობს მომხმარებელს გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი რძისა და რძის პროდუქტების შეძენისას. ნიშნის გამოყენება შეუძლიათ იმ საწარმოებს, რომლებიც აწარმოებენ პროდუქციას მხოლოდ ნედლი რძით და არ შეიცავს რძის ფხვნილს და/ან ნებისმიერ მცენარეულ ცხიმს.
საქართველოს ბიზნესის ინსტიტუტი არის დამოუკიდებელი ორგანიზაცია, რომელიც ადმინისტრირებას უწევს ქართული რძის ნიშანს. საქართველოს ბიზნესის ინსტიტუტი რეგულარულად ატარებს აუდიტს საწარმოებში, რათა დაადგინოს, რამდენად აკმაყოფილებენ ისინი ნიშნის გამოყენების კრიტერიუმებს და შესაბამისად, იღებს გადაწყვეტილებას ნიშნის გამოყენების უფლების მინიჭებაზე. ინსტიტუტი ადმინისტრირებას უწევს ქართული რძის ნიშნის ვებგვერდს, ქმნის რძის გადამამუშავებელი საწარმოების მონაცემთა ბაზას, რომელიც აიტვირთება ვებგვერდზე, და ლობირებას გაუწევს რძის მეწარმეებს მათთვის საჭირო და მნიშვნელოვან საკითხებზე.
ინსტიტუტი უფასო კონსულტაციას გაუწევს ქართული რძის ნიშნის ბაზაში დარეგისტრირებულ მეწარმეებს ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების, ბაზრის კვლევების და მარკეტინგის საკითხებზე.
საწარმოს შეუძლია მოიპოვოს ნიშნის გამოყენების უფლება იმ პროდუქციაზე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს:
საქართველოს ბიზნესის ინსტიტუტი სურსათის უვნებლობის საკონსულტაციო კომპანიასთან ერთად ადგილზე ამოწმებს იმ საწარმოს, ვისაც შევსებული აქვს განაცხადი ნიშნის გამოყენებაზე:
რძის საწარმოებს შეუძლიათ ნიშნის გამოყენების უფლების მოპოვებისთვის შეავსონ სააპლიკაციო განაცხადი ონლაინ ან ჩამოტვირთონ ის.
ნიშანი „ქართული რძე“ შეიქმნა საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციის „კავკასიის რესურსცენტრის“ მიერ ახლახანს ჩატარებულ ურბანულ მომხმარებელთა ეროვნული კვლევის საფუძველზე. კვლევამ აჩვენა, რომ მომხმარებელთა უმრავლესობას სურს იყიდოს ნედლი რძისგან დამზადებული ნატურალური, როგორც ისინი თავად უწოდებენ, ‘ეკოლოგიურად სუფთა’ პროდუქტი, რომელიც, მათივე განმარტებით, სუფთა ბალახით ნაკვები ცხოველისგან მიღებული სუფთა რძით მზადდება სუფთა და უვნებელ საწარმოო პირობებში. კვლევამ ასევე აჩვენა, რომ მომხმარებელთა უმრავლესობას უჭირს განასხვავოს ასეთი პროდუქტი მაღაზიებში არსებული სხვა რძის პროდუქტებისგან. ქართული რძის ნიშანი დაეხმარება მომხმარებელს ამ პრობლემის დაძლევაში.
გთხოვთ განიხილოთ ქვემოთ მითითებული საწარმოს განაცხადი ქართული რძის პროდუქტების “ქართული რძის ნიშნის“ პროექტში ჩართვის თაობაზე.